საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიმართულებათა ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ

სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების (დამტკიცებული თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 9 ოქტომბრის #6 ოქმით) 33-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ფაკულტეტის პოლიტკის მეცნიერების მიმართულების სხდომაზე     ( მიმართვა ნომერი 18116/30; 21.07.2025 ) მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე

ვბრძანებ:

1. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებაზე ხელმძღვანელად დაინიშნოს პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე.;

2. ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე, განთავსება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემაზე დაევალოს დეკანის სამდივნოს;

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.